Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ანდრეა ბორონის ვიზიტი

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტის შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ ანდრეა ბორონის უმასპინძლა. პროფესორი ბორონი მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ინსტიტუციებთან და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. დაისახა კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის მიზნები.

 

ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის მქონე ერთ-ერთი მოწინავე იტალიური უნივერსიტეტია. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თსუ-ში ტურიზმის პროგრამებთან დაკავშირებით ერთობლივი გეგმების განხილვას, იტალიური გამოცდილების გაზიარებას, რელევანტური სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული აქტივობების შემუშავებასა და ინტეგრაციას ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამაში.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი ვალერი არღუთაშვილი და ბიზნესის სამართლის და ტურიზმის სამართლის სასწავლო კურსების მოწვეული პროფესორი გოგა კიკილაშვილი, რომელიც პროფესორ ბორონისთან ერთად რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პროექტებში ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

 

თარიღი: 01/05/2026